18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა - რა ღონისძიებები გაიმართება გორის მუნიციპალიტეტში
18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა. აღნიშნული თარიღი მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს მიერ (ICOM) 1977 წლის 18 მაისს დაფუძნდა. 2015 წელს კი საქართველოც შეუერთდა ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების საერთაშორისო სამუზეუმო საზოგადოების მიერ წამოწყებულ ინიციატივას და დამთვალიერებელს ამ დღესთან დაკავშირებით, ყოველწლიურად, ღია კარის დღეებს სთავაზობს.
დღეს, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გორის მუნიციპალიტეტში არსებულ მუზეუმებში არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი.
„გორის მაცნე“ გაგაცნობთ ღონისძიებების ჩატარების დროს და ლოკაციებს.
სერგი მაკალათიას სახელობის გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი (მის: კირიომ მეორის N12) დამთვალიერებელს 10:00 საათიან - 20:00 საათამდე უმასპინძლებს, მუზეუმის რამდნიმე სივრცეში მოეწყობა ქართული ტრადიციული ყოფის ამსახველი კუთხე სამახსოვრო ფოტოს გადასაღებად.
დილის 10:00 საათიდან ღია კარის დღე მიმდინარეობს უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ ნაკრძალში, საბრძოლო დიდების, ნიკო ლომოურის (სოფ. არბო) და ალექსანდრე ჯავახიშვილის (სოფ.ძევერა) სახელობის მუზეუმებშიც.
მუზეუმების საერთაშორისო დღის 2026 წლის თემაა - „მუზეუმები აერთიანებენ დაყოფილ სამყაროს“.