ევროპის ჩემპიონატზე გორელმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ორი საპრიზო ადგილი დაიკავეს. ბრინჯაოს მედალი რატი რევაზაშვილის და თემურ თუთარაშვილის ანგარიშზეა.
ასპარეზობები 17-წლამდელთა შორის მიმდინარეობდა და მესამე ადგილისთვის რატი რევაზაშვილმა რუსი რაჯაბ რაჯაბოვი 8:4 დაამარცხა. რაც შეეხება თემურ თუთარაშვილს, სპორტსმენმა ბულგარელ მერთ მუსტაფოვს 11:0 სძლია.
საპრიზო ადგილზე გასული ორივე მოჭიდავე ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის წარმომადგენელია.
ევროპის ჩემპიონატი ბულგარეთის ქალაქ სამოკოვში ჩატარდა.