გორის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების მონაწილეობით ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-კონკურსი გაიმართა
გორის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების მონაწილეობით ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-კონკურსი ჩატარდა.
ღონისძიება გორის ახალგაზრდობისა და კულტურის განვითარების განყოფილების ორგანიზებით გაიმართა და კომბინატის კულტურის ცენტრმა უმასპინძლა.
როგორც კონკურსის ორგანიზატორებმა აღნიშნეს, ღონისძიების მიზანი ახალგაზრდებში შემოქმედებითი უნარების განვითარება, ხელოვნების და ხელსაქმის პოპულარიზაცია, ნიჭიერი მოსწავლეების აღმოჩენა და მხარდაჭერაა.
„გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი და საინტერესო ნამუშევრები, რომლებმაც დამთვალიერებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. მონაწილეებმა საკუთარი შესაძლებლობები ღირსეულად წარმოაჩინეს, სხვადასხვა ნომინაციაში გამორჩეულები კი სიგელებით და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ“, - აღნიშნეს კონკურსის ორგანიზატორებმა.
რაც შეეხება გამარჯვებულებს: I ადგილი ფლავის საჯარო სკოლამ დაიკავა, II ადგილი - გორის N2 საჯარო სკოლამ, III ადგილი - კარალეთის N 2 საჯარო სკოლამ. ნომინაციაში - „ორიგინალური ნამუშევარი“ - პრიზი ბერბუკის საჯარო სკოლას გადაეცა, „ჟიურის სიმპათია“ კი ზერტის საჯარო სკოლა გახდა.