სპორტი
19.05.2026 14:34
გორის „დილა“ - თბილისის „დინამოს“ დაპირისპირება 20 მაისს გაიმართება
ერონული ლიგის 2026 წლის სეზონის მეთოთხმეტე ტურის მატჩში გორის „დილა“ თბილისის „დინამოს“ დაუპირისპირდება.

შეხვედრა ხვალ, 20 მაისს, 21:00 საათზე დაიწყება. თამაშს თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის ცენტრალური სტადიონი უმასპინძლებს.

გასული ტურის მატჩი გორის „დილამ“ ქუთაისის „ტორპედოს“ წინააღმდეგ გამართა. შეხვედრა ქუთაისელთა გამარჯვებით დასრულდა. ამჟამად „დილა“ სატურნირო ცხრილში 19 ქულით მეხუთე პოზიციაზეა.
კვირის ამბები