კულტურა
19.05.2026 14:37
გორის მუნიციპალიტეტში ტურისტული სეზონი 23 მაისს გაიხსნება
გორის მუნიციპალიტეტში ტურისტული სეზონი ოფიციალურად 23 მაისს გაიხსნება.

საზეიმო ღონისძიებები უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალში ჩატარდება, აქტივობები 14:00 საათზე დაიწყება.

გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ტურიზმის განყოფილების ინფორმაციით, ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, გაიმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მუნიციპალიტეტში არსებული ფოლკლორული ანსამბლები და ვოკალური სტუდიები მიიღებენ. ტურიზმის თემატიკასთან დაკავშირებით, ასევე მოეწყობა გამოფენაც. დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება მუნიციპალიტეტში მოღვაწე ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრებს გაეცნოს.
კვირის ამბები