სპორტი
21.05.2026 13:06
გორის „დილა“ - თბილისის „დინამოს“ დაპირისპირება ფრედ დასრულდა
ეროვნული ლიგის 2026 წლის სეზონის მეთოთხმეტე ტურის მატჩში გორის „დილა“ თბილისის „დინამოს“ დაუპირისპირდა. შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა.

საფეხბურთო მატჩის მიმდინარეობისას „დილას“ კაპიტანმა რომარიკ ეტოუმ მძიმე დაზიანება მიიღო. კლუბის ადმინისტრაციის ცნობით, დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„გორის „დილა“ - თბილისის „დინამოს“ შეხვედრისას მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ჩვენი გუნდის კაპიტანმა რომარიკ ეტოუმ მძიმე დაზიანება მიიღო. საბედნიეროდ ადგილზე მოხდა დროული და ეფექტური რეაგირება, შედეგად მდგომარეობა დასტაბილურდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ფეხბურთელი კლინიკაშია მოთავსებული და მიღებული დაზიანების მკურნალობისთვის ყველა საჭირო პროცედურა უტარდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
კვირის ამბები