სპორტი
22.05.2026 14:37
გორის „გორი“ ზუგდიდის „ოდიშს“ დაუპირისპირდება - საფერხბურთო მატჩი გორში ჩატარდება
გორის საფეხბურთო კლუბი „გორი“ ზუგდიდის „ოდიშს“ დაუპირისპირდება.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის მეთხუთმეტე ტურის მატჩი 24 მაისს ჩატარდება. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება და თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის ცენტრალური სტადიონი უმასპინძლებს.

გასული ტურის შეხვედრა გორის გუნდმა სართიჭალის „შტურმის“ წინააღმდეგ გამართა. თამაში „გორის“ მარცხით 0:2 დასრულდა.
კვირის ამბები