„მე ჩემი ქალაქის პატრიოტი ვარ“ - ადგილობრივი ახალგაზრდების მონაწილეობით, გორში ღონისძიება გაიმართა
ადგილობრივი ახალგაზრდების მონაწილეობით პროექტის - „მე ჩემი ქალაქის პატრიოტი ვარ“ ფარგლებში, ღონისძიება გაიმართა.
მუსიკალურ საღამოს ვანო მურადელის სახელობის გორის სამუსიკო სკოლამ უმასპინძლა, რომელშიც ადგილობრივი შემოქმედებითი ანსამბლები, შემოქმედებითი წრეების მოსწავლე-ახალგაზრდები, ასევე დედაქალაქიდან მოწვეული მწერლები და მომღერლები მონაწილეობდნენ.
როგორც ღონისძიების ორგანიზატორებმა აღნიშნეს, პროექტის მიზანი საქართველოს მასშტაბით არსებული შემოქმედებითი წრეების მოსწავლე-ახალგაზრდების უნარების წარმოჩენა და ღონისძიებებში მათი აქტიური ჩართვაა.
ცნობისთვის, პროექტს - „მე ჩემი ქალაქის პატრიოტი ვარ“, „საზოგადოებრივი აზრის ასოციაცია-ინსტიტუტი“ საქართველოს კულტურის სამინისტროსთან და „შემოქმედებით საქართველოსთან“ ერთად ახორციელებს.