გორი ქართულ ჭიდაობაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ტურნირს უმასპინძლებს
გორი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ტურნირს უმასპინძლებს. შეჯიბრი ქართულ ჭიდაობაში 26 მაისს ჩატარდება. ტურნირი 11:00 საათზე დაიწყება და ორთაბრძოლები ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გაიმართება.
პირველობისთვის საქართველოს რეგიონებში მცხოვრები სპორტსმენები ერთმანეთს 80 კგ; 90 კგ. და +90 კგ. წონით კატეგორიაში დაუპირისპირდებიან.
რაც შეეხება დაჯილდოებას, საპრიზო ადგილებზე გასულ მოჭიდავეებს ფულად პრიზებთან ერთად (I ადგილი - 1000 ლარი, II ადგილი - 500 ლარი, III ადგილი - 300 ლარი), თასები და მედლები გადაეცემათ.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ტურნირი გორის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს სპორტის სამინისტროს და ქართული ეროვნული ჭიდაობის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართება.