საქართველოს სარეიტინგო ტურნირზე გორელმა ძიუდოისტმა გოგონებმა ცხრა მედალი მოიპოვეს
საქართველოს სარეიტინგო ტურნირზე გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის ძიუდოისტმა გოგონებმა ორი პირველი, ერთი მეორე და ექვსი მესამე ადგილი დაიკავეს.
შეჯიბრი თბილისში ჩატარდა და სპორტსმენები პირველობისთვის სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში ასპარეზობდნენ.
ტურნირის გამარჯვებულები ქეთი რობაქიძე (70 კგ.) და ქრისტი მაზანაშვილი (57 კგ.) გახდნენ. ვერცხლის მედალი თამარ ჟუჟნიაშვილის (40 კგ.) ანგარიშზეა.
დალი მაზანაშვილმა (70 კგ.), მართა ფუსტურმა (78 კგ.), ნათია საღირაშვილმა (44 კგ.), ნატა გაბარაშვილმა (48 კგ.), ნინი ხაბაზმა (57 კგ.) და მარიამ იაშვილმა (48 კგ.) შეჯიბრი მესამე ადგილით დაასრულეს.