კულტურა
25.05.2026 16:39
„დიდი მწვანე ველი“ - გორში მერაბ კოკოჩაშვილის ფილმის ჩვენება გაიმართა
გორის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრში თანამედროვე ქართველი რეჟისორის მერაბ კოკოჩაშვილის ფილმის - „დიდი მწვანე ველი“ ჩვენება გაიმართა.

ღონისძიება, რომლის მიზანი ქართული კინოს პოპულარიზაცია, კინოინდუსტრიის გაფართოება, ახალგაზრდების ინფორმირება და შემეცნებაა, პროექტის - „კინო ბორბლებზე“ ფარგლებში ჩატარდა.

კინოჩვენების დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია და რეჟისორმა მერაბ კოკოჩაშვილმა ახალგაზრდებისთვის საინტერესო კითხვებს უპასუხა.

აღსანიშნავია, რომ პროექტის - „კინო ბორბლებზე“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, ახალგაზრდები როგორც თანამედროვე, ასევე ძველ ქართულ კლასიკურ ფილმებს უსასყიდლოდ ნახავენ.
კვირის ამბები