პროექტის - „ღამე მუზეუმში“ ფარგლებში, უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალში ღონისძიებები გაიმართა
პროექტის - „ღამე მუზეუმში“ ფარგლებში, უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში სხვადასხვა კულტურული აქტივობა ჩატარდა.
გორის ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების, ჩოხოსნების და დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერთა მონაწილეობით ჩირაღდნებით მსვლელობა გაიმართა, მოეწყო მხატვარ რეზო მექვაბიშვილის გამოფენა. სპეციალურად ამ დღისთვის ჩრდილების თეატრმა სამი სპექტაკლი წარადგინა.
შეგახსენებთ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ სხვადასხვა ღონისძიებას ყოველწლიურად მართავს და სააგენტოს სტრუქტურაში შემავალი ყველა მუზეუმი და მუზეუმ-ნაკრძალი მონაწილეობს.