ერონული ლიგის 2026 წლის სეზონის მეთექვსმეტე ტურის მატჩში გორის „დილა“ წყალტუბოს „სამგურალს“ დაუპირისპირდება.
შეხვედრა ხვალ, 29 მაისს, 19:00 საათზე დაიწყება. თამაშს თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის ცენტრალური სტადიონი უმასპინძლებს.
გასული ტურის მატჩი გორის „დილამ“ „გაგრას“ წინააღმდეგ გამართა და 0:2 დამარცხდა.
„დილა“ ერონული ლიგის 2026 წლის სატურნირო ცხრილში 20 ქულით მეშვიდე პოზიციაზეა.