საინტერსო ამბები
15.04.2020 20:47
გადადის თუ არა კორონავირუსი საგნის ზედაპირებიდან - გერმანელი ვირუსოლოგის ფედერიკ შტრეკის კვლევა
გერმანელმა ვირუსოლოგმა და პროფესორმა ფედერიკ შტრეკმა, საკუთარ გუნდთან ერთად კლასტერული კვლევა განახორციელა, რომლის წინასწარი შედეგების თანახმად, მეცნიერი ამბობს, რომ დაინფიცირების უმეტესობა სუპერმარკეტებს და რესტორნებს არ უკავშირდება. მისივე თქმით, მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა იყო, რომ ვირუსის გადაცემა ზედაპირიდან მოხდა. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ დაინფიცირების მიზეზი ადამიანებს შორის ხანგრძლივი დროის განმავლობაში ახლო კონტაქტი გახდა.

გერმანელი პროფესორის კვლევისა და კორონავირუსის გავრცელების გზების შესახებ, გერმანიაში მოღვაწე ქართველმა ექიმმა, იაგო ფრანგიშვილმა ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში ისაუბრა.

„ფედერიკ შტრეკის კვლევით კორონავირუსზე წარმოდგენა შეიცვალა. შტრეკის გამოკვლევამ დაამტკიცა, რომ საგენების ზედაპირიდან ინფიცირება არ არის ტრაგიკული ისე, როგორც პირდაპირი კონტაქტის შემთხვევაში. მისი კვლევის შედეგადაც გამოიკვეთა, რომ ინფიცირების შემთხვევებში პირისპირ კონტაქტი არის მთავარი. ჩვენს გარშემო ბევრი ადამიანია, რომლებსაც ყველაფრის ეშინიათ, მაგალითად შოპინგზე სიარულისაც კი. ამ კვლევის მერე ასეთ ადამიანებს, შემიძლია 100-%-ით დარწმუნებით ვუთხრა, რომ თამამად იარონ, ჩაუარონ და მიესალმონ ადამიანებს“, - განაცხადა ქართველმა ექიმმა.
ფრანგიშილმა, ასევე პირბადეების გამოყენების აუცილებლობაზე ისაუბრა და საზოგადოებას პირბადის ტარებისკენ მოუწოდა.
კვირის ამბები