სპორტი
29.05.2026 13:17
ბათუმში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე გორელმა და ვარიანელმა მოკრივეებმა ორი მედალი მოიპოვეს
ირაკლი აბაშიძის ხსოვნისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ტურნირზე გორელმა და ვარიანელმა მოკრივეებმა ორი მედალი მოიპოვეს.

50 კგ. წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალს გიორგი კანდელაკის სახელობის ვარიანის კრივის სკოლის წარმომადგენელი ლაშა კერესელიძე დაეუფლა. სპორტსმენი ფინალში აზერბაიჯანელ მოკრივესთან დამარცხდა და მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა.

ვერცხლის პრიზიორია ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის გორის კრივის სპეციალიზებული სპორტული სკოლის მოკრივე ლევან დემუროვიც (65კგ.). გადამწყვეტ შეხვედრაში გორელ მოკრივეს ლაშა გაგნიძემ სძლია.

საერთაშორისო ტურნირი ბათუმში ჩატარდა. შეჯიბრში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის გოგონა და ვაჟი მოკრივეები მონაწილეობდნენ.
კვირის ამბები