კულტურა
29.05.2026 13:51
გორის თეატრი მაყურებელს 30 მაისს სპექტაკლზე ეპატიჟება
გორის თეატრი ხვალ, 30 მაისს, მაყურებელს მორიგ სპექტაკლზე ეპატიჟება.

სასცენო ხელოვნების მოყვარულებს, ილია ჭავჭავაძის მოთხრობის - „ოთარაანთ ქვრივის“ მიხედვით დადგმულ ამავე სახელწოდების სპექტაკლს რეჟისორი გიორგი თენაძე წარუდგენს. მხატვარი ნისა სამადბეგიშვილია, კომპოზიტორი - დაჩი დოდაშვილი, ქორეოგრაფი - ტატა მეცხოვრიშვილი, რეჟისორის თანაშემწე - მარიამ ოლგესაშვილი, ინსცენირების ავტორი - გუგა მგელაძე.

რაც შეეხება მსახიობებს, წარმოდგენაში მონაწილეობენ: მაღი არღუთაშვილი, დაჩი ბაბუნაშვილი, თორნიკე ბასიშვილი, ომარ ბექაური, ელენე დარჩია, ლიკა კევლიშვილი, კობა კოპაძე, ქეთი ლუარსაბიშვილი, გიორგი ჩოჩნიძე, მზიკო ტურაშვილი და ზვიად მაღალაშვილი.

როგორც თეატრის ადმინისტრაციაში აცხადებენ, სპექტაკლი მსახიობის კახა ბერიძის ხსოვნას და მის დაუვიწყარ შემოქმედებით გზას ეძღვნება, რომელმაც აღნიშნულ სპექტაკლშიც დასამახსოვრებელი სახე შექმნა.

წარმოდგენა 19:00 საათზე დაიწყება.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც თეატრის სალაროში, ასევე ონლაინ საიტზე: www.biletebi.ge
კვირის ამბები