

გორელმა ხელბურთელებმა, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა ქალაქის გუნდებში ასპარეზობენ საქართველოს ჩემპიონატი სამი მედლით დაასრულეს.
გიორგი ტიელიძემ, მიხეილ ბერუაშვილმა და ოთარ ზუბიაშვილმა ხელბურთში გამართულ ქვეყნის პირველობაზე წარმატებით იასპარეზეს და მათი გუნდის წარმატებაში ღირსეული წვლილი შეიტანეს.
რაც შეეხება შედეგებს, ბათუმის „ბსბ“, სადაც გიორგი ტიელიძე თამაშობს, საქართველოს ჩემპიონი გახდა. ვიცე-ჩემპიონის ტიტულს თბილისის ,,პეგასი“ დაეუფლა, რომლის რიგებშიც მიხეილ ბერუაშვილი ირიცხება. ბრინჯაოს პრიზიორია „სამტრედია“, სადაც გორელი ხელბურთელი ოთარ ზუბიაშვილი თამაშობს.
სამივე სპორტსმენი შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტულ სკოლის აღზრდილია (მწვრთნელი - გია მამაცაშვილი).
თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა აღდგება, პირველი მატარებელი 26 მაისს შემოვა