ლუკა გოგიაშვილი (90 კგ.) კრივში საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია.
შეჯიბრი ბუდაპეშტში (უნგრეთი) ჩატარდა და ასპარეზობები მოსწავლე მოკრივეთა შორის მიმდინარეობდა. გორელმა სპორტსმენმა ფინალურ შეხვედრაში უნგრეთის წარმომადგემელი დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.
ლუკა გოგიაშვილი ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის გორის კრივის სკოლის წარმომადგენელია (მწვრთნელები: ავთანდილ შოშიაშვილი და გიორგი ღვინიაშვილი).