სპორტი
02.06.2026 12:02
გორმა საქართველოს საბრძოლო ჩემპიონატს უმასპინძლა
გორის სპორტის სასახლემ Georgian Fighting Championship (GFC) საქართველოს საბრძოლო ჩემპიონატს უმასპინძლა.

შეჯიბრში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანის წარმომადგენლები ასპარეზობდნენ. ტურნირის ფარგლებში, სხვადასხვა წონით კატეგორიაში ცხრა პროფესიონალური ბრძოლა გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ ქართველებმა რვა ორთაბრძოლა გამარჯვებით დაასრულეს. მსაჯების გადაწყვეტილებით კი გორელი შოთა ბეთლემიძე სენეგალელ ლამინე სენესთან დამარცხდა.

მასშტაბურ ღონისძებას გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე, მერის მოადგილე იოსებ მაზმიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და საერთაშორისო სპორტული აგენტები ესწრებოდნენ.

„უცხოელი სპორტული აგენტების ჩართულობამ ქართველ სპორტსმენებს საერთაშორისო სპორტულ არენაზე საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის და პროფესიული კარიერის განვითარების დამატებითი პერსპექტივები შეუქმნა, რაც ქართული სპორტის პოპულარიზაციის და სპორტსმენების მხარდაჭერის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩემპიონატის მიზანს სპორტის პოპულარიზაცია, საბრძოლო ხელოვნებების განვითარების ხელშეწყობა და ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა წარმოადგენდა“, - აღნიშნულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვირის ამბები