სპორტი
03.06.2026 12:05
თავისუფალ ჭიდაობაში გამართულ ტურნირზე ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის სპორტსმენებმა ჩვიდმეტი საპრიზო ადგილი დაიკავეს
ლევან ებანოიძის და ავთანდილ გურგენიძის სახელობის ტურნირზე ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა თორმეტი პირველი, ორი მეორე და სამი მესამე ადგილი დაიკავეს.

ასპარეზობები 2014-2015 და 2016-2017 წწ. დაბადებულთა შორის მიმდინარეობდა. შეჯიბრში პირველობისთვის გოგონა და ვაჟი სპორტსმენები იბრძოდნენ.

გორელთაგან ტურნირის გამარჯვებულები ანამარია გაბოძე (25 კგ.), ბექა ბერიანიძე (23 კგ.), ლაზარე ხეთაგური (26 კგ.), დაჩი კარელიძე (29 კგ.), დავით ჩოჩიშვილი (32 კგ.), თომა პაპიტაშვილი (35 კგ.) გაბრიელი კაკაურიძე (+35 კგ.), ნიკოლოზ ბერიანიძე (26 კგ.), გიორგი კარელიძე (35 კგ.), აივაზ ემინოვი (38 კგ.), გაბრიელ ჩინჩრიკი (44 კგ.) და ვანო კახნიაშვილი (58 კგ.) გახდნენ.

ვერცხლის მედალს სალომე გაბოძე (25 კგ.) და ლუკა ნოზაძე დაეუფლნენ. ნიკოლოზ პატაშური (26 კგ.), ალექსანდრე ქოქოშვილი (+35 კგ.) და ანდრია გამხიტაშვილი (32 კგ.) ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.

ლევან ებანოიძის და ავთანდილ გურგენიძის სახელობის ტურნირი ბაღდათში ჩატარდა.
კვირის ამბები