

გ. ერისთავის სახელობის თეატრში მორიგ პრემიერას აანონსებენ. მაყურებელი ფრიდრიხ დიურენმატის ფსიქოლოგიურ დრამას - „გვიანი შემოდგომის სტუმარი“ იხილავს.
თეატრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სპექტაკლის პრემიერა, რომელზეც დაწესებულია ასაკობრივი ცენზი 14+, ძალიან მალე შედგება. რეჟისურა და მუსიკალური გაფორმება მამუკა ტყემალაძეს კუთვნის, მხატვარი ნუცა ტყემალაძეა, ხოლო რეჟისორის თანაშემწე - მარიამ ოლგესაშვილი.
სპექტაკლში გიორგი გოგუაძე და ზაზა ცარულაშვილი მონაწილეობენ.
დაინტერესებულ მაყურებელს ბილეთების შეძენა თეატრის სალაროში და საიტზე: biletebi. Ge - ზე შეუძლია.