კულტურა
09.06.2026 11:38
„მე ჩემი ქალაქის პატრიოტი ვარ“ - გორელი ახალგაზრდები პროექტის დასკვნით ღონისძიებაში მონაწილეობდნენ
გორელმა ახალგაზრდებმა პროექტის - „მე ჩემი ქალაქის პატრიოტი ვარ“ დასკვნით ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.

შემაჯამებელ აქტივობაში, ადგილობრივ ახალგაზრდებთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ჩართული, წინასწარ შერჩეული მოზარდებიც მონაწილეობდნენ, რომლებმაც დამსწრე საზოგადოებას საკუთარი შემოქმედება და შესაძლებლობები წარუდგინეს.

ინიციატივა, რომლის მიზანი ახალგაზრდების შემოქმედებითი პოტენციალის წარმოჩენა და მათი კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა იყო, „საზოგადოებრივი აზრის ასოციაცია-ინსტიტუტმა“ საქართველოს კულტურის სამინისტროსთან და „შემოქმედებით საქართველოსთან“ ერთად განახორციელა.

პროექტის - „მე ჩემი ქალაქის პატრიოტი ვარ“, დასკვნითი ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.
კვირის ამბები