თავისუფალ ჭიდაობაში გამართულ ტურნირზე ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის სპორტსმენებმა თხუთმეტი მედალი მოიპოვეს
გურამ საღარაძის სახელობის მე-19 რესპუბლიკურ ტურნირზე ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ათი პირველი და ხუთი მესამე ადგილი დაიკავეს.
შეჯიბრი ორ ასაკობრივ კატეგორიაში (2012-2013 წწ. და 2014-2015 წწ.) მიმდინარეობდა.
რაც შეეხება შედეგებს, ტურნირის გამარჯვებულები აივაზ ემინოვი (38 კგ.), გიორგი ოქროპირიძე (41 კგ.), ალექსანდრე ტლაშაძე (44 კგ.), ლუკა მექვაბიძე (62 კგ.), საბა ვართანიანი (68 კგ.), ბექა ბერიანიძე (23 კგ.), ნიკა ბერიანიძე (26 კგ.), დანიელ გალეგაშვილი (29 კგ.), ანდრია გამხიტაშვილი (32 კგ.) და გიორგი კარელიძე (43 კგ.) გახდნენ.
ბრინჯაოს მედალს კი იაკობ ჯიოშვილი (38 კგ.), ზურაბ მაყიშვილი (41 კგ.), გიორგი გელიაშვილი (48 კგ.), დავით ლომოური (52 კგ.) და გაბრიელ ჩინჩრიკი (35+ კგ.) დაეუფლნენ.
გურამ საღარაძის სახელობის მე-19 რესპუბლიკური ტურნირი ამბროლაურში ჩატარდა.