კულტურა
12.06.2026 13:57
„მეღვინეთუხუცესობა“ - ხიდისთავის სახელოვნებო სკოლაში ღონისძიება გაიმართა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის სახელოვნებო სკოლაში კონსტანტინე მეღვინეთუხუცესის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული ღონისძიება - „მეღვინეთუხუცესობა“ გაიმართა.

კულტურული აქტივობის ფარგლებში, შემოქმედებითი წრეების მოსწავლეთა მონაწილეობით კონცერტი ჩატარდა. გარდა ამისა, მოეწყო ნახატების და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა. მოსწავლეებმა კონსტანტინე მეღვინეთუხუცესის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

სამუსიკო სკოლას და მის აღსაზრდელებს გორის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითრების ხელშეწყობის სააგენტომ მადლობის სიგელები გადასცა.

„ქართველი საზოგადო მოღვაწის, კომპოზიტორის და პროფესორის კონსტანტინე მეღვინეთუხუცესის სახელობის სამუსიკო ხელოვნების სკოლაში მოსწავლე-ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო და შემოქმედებითი წრეები ფუნქციონირებს.

სახელოვნებო სკოლა სრულადაა მოწესრიგებული ინფრასტრუქტურულად და სისტემატურად მიმდინარეობს საგაკვეთილო პროცესი“, - აღნიშნულია კულტურის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვირის ამბები