თავისუფალ ჭიდაობაში გამართულ ტურნირზე შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის სპორტსმენებმა რვა მედალი მოიპოვეს
მცხეთაში გამართულ ღია პირველობაზე შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა რვა საპრიზო ადგილი დაიკავეს.
ტურნირი სამ ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა და გორელთა ანგარიშზე ოთხი ოქროს, ორი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალია.
შეჯიბრის გამარჯვებულები ტატო ცხაოშვილი (55 კგ. 2010-2011 წწ.), ნიკოლოზ პარასკებაშვილი (42 კგ. 2013-2014 წწ.), გიორგი ჭიღლაძე (48 კგ. 2013-2014 წწ.) და ჯეკო მინდიაშვილი (41 კგ. 2015-2016 წწ.)
ვერცხლის მედალი დაჩი ცხაოშვილმა (35 კგ. 2015 -2016 წწ.) და დათო გურწიშვილმა (71 კგ. 2013-2014 წწ.) მოიპოვეს.
დემეტრე ინაურმა (35 კგ. 2015-2016 წწ.) და სანდრო ჭოველიძემ (41 კგ.) ასპარეზობა ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.
საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენთა მწვრთნელი გიორგი გოგშელიძეა.