კულტურა
16.06.2026 12:33
„კავატინა“ - გორში კლასიკური გიტარის კონცერტი გაიმართება
გორში კლასიკური გიტარის კონცერტი - „კავატინა“ გაიმართება.

მსმენელის წინაშე თამარ გიუნაშვილი და ნიკო ღვინიაშვილი მოწვეულ მუსიკოსებთან - მიხეილ ჯინისიანთან და ფარნა ფალელაშვილთან ერთად წარსდგებიან და სხვადასხვა ნაწარმოებს შეასრულებენ.

ღონისძიება 18 ივნისს, 18:00 საათზე დაიწყება.

საღამო კულტურისა და ახალგაზრდობის ცენტრის მცირე დარბაზში გაიმართება და დასწრება თავისუფალია.
კვირის ამბები