სპორტი
16.06.2026 15:50
„დილა“ „სპაერს“ დაუპირისპირდება - საფეხბურთო მატჩი დღეს ჩატარდება

გორის „დილა“ თბილისის „სპაერს“ დაუპირისპირდება. ეროვნული ლიგის 2026 წლის სეზონის მეთვრამეტე ტურის მატჩი დღეს, 16 ივნისს ჩატარდება.
თამაშს თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის ცენტრალური სტადიონი უმასპინძლებს და 20:00 საათზე დაიწყება.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად „დილა“ სატურნირო ცხრილში 20 ქულით მერვე პოზიციაზეა. გასული ტურის შეხვედრაში გორის გუნდი ბათუმის „დინამოსთან“ 2:3 დამარცხდა.

კვირის ამბები