სპორტი
18.06.2026 14:32
ძალოსნობაში გამართულ ღია პირველობაზე გორელებმა სხვადასხვა სინჯის მედლები მოიპოვეს
ძალოსნობაში გამართულ ღია პირველობაზე 13-წლამდელთა შორის გორელებმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს.

შეჯიბრი 13 და 15-წლამდელთა შორის ჩატარდა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 150 სპორტსმენი მონაწილეობდა. სპორტულ აქტივობაში შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის ზერტის ძალოსნობის სექციის და მეღვრეკისში მოქმედი ძალოსნობის კლუბის - „კახის კლუბი“ წარმომადენლები ასპარეზობდნენ.

რაც შეეხება პრიზიორებს, 13 წლამდელთა შორის გაბრიელ ედიშერაშვილმა (30 კგ.) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 37 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ნიკოლოზ მაისურაძე სამი ოქროს, თაზო მაისურაძე კი სამი ვერცხლის მედლის მფლობელები გახდნენ.
ბადრი სომხიშვილმა (41 კგ.) ასპარეზობა ორი ოქროს და ერთი ვერცხლის მედლით დაასრულა. აღნიშნულ წონით კატეგორიაში ორი ვერცხლის და ერთი ოქროს მედლის მფლობელია გაბრიელ მაისურაძე. მიხეილ ჯოხაძემ (46 კგ.) ასპარეზობა სამი ოქროს მედლით დაასრულა. ვერცხლის მედლის მფლობელია დაჩი ნადირაძეც (65 კგ.), ანდრია ქებაძის ანგარიშზე კი (+65 კგ.) სამი ოქროს მედალია.

აღსანიშნავია, რომ ზემოაღიშნული სპორტსმენების გარდა, გუნდური პირველი ადგილის დაკავებაში საკუთარი წვლილი შეიტანეს თემურ მაისურაძემ, დაჩი შერაზადიშვილმა, ლაზარე მაისურაძემ, ზურა ნადირაძემ, გოჩა ედიშერაშვილმა, ანდრია ტიელიძემ, ზაურ კახიაშვილმა და გიორგი სურამელმაც.

რაც შეეხება 15-წლამდელთა შორის ასპარეზობას, 60 კგ. წონით კატეგორიაში დემნა კასრაძემ სამი ოქროს მედალი მოიპოვა. აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიაში ასპარეზობდნენ გიორგი სომხიშვილი და ტარიელ ბუსხრიკიძე.

საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ.
კვირის ამბები