ეროვნული ლიგა 2-ის მეთვრამეტე ტურის მატჩში გორის „გორი“ ფოთის „კოლხეთს“ დაუპირისპირდა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, მატჩის მიმდინარეობისას ანგარიში 41-ე წუთზე გაიხსნა. გორელთა კარში გოლი სანდრო ავალიანმა გაიტანა. 72-ე წუთზე ლაშა შეროზიამ ანგარიში გაათანაბრა.
აღსანიშნავია, რომ ფოთის კოლხეთთან მატჩში „გორის“ საფეხბურთო სკოლის აღზრდილი ფეხბურთელის ლუკა არაქელოვის დებიუტი შედგა. 17 წლის მცველი თამაშში 81-ე წუთიდან ჩაერთო და საკუთარ გუნდს მნიშვნელოვანი ქულის მოპოვებაში დაეხმარა.