სპორტი
22.06.2026 15:31
საბა საბაშვილი ბერლინის ევროპის თასის გამარჯვებულია

გორელი ძიუდოისტი საბა საბაშვილი, ბერლინის ახალგაზრდული ევროპის თასის გამარჯვებულია.

ტურნირის ფარგლებში, სპორტსმენმა ექვსი შეხვედრა წარმატებით ჩაატარა. გადამწყვეტ ორთაბრძოლაში საბაშვილმა ქართველი ცოტნე იჩქიტიძე დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.

აღსანიშნავია, რომ ძიუდოისტი ევროპის თასის ვერცხლის (2022 წ; კადეტები) და ბრინჯაოს (2025 წ; დიდები) პრიზიორიცაა.

საბა საბაშვილი გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის აღზრდილია (მწვრთნელები: ირაკლი ლომიძე, გიორგი თათრიშვილი).

კვირის ამბები