

სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასის 2026 წლის გათამაშების ნახევარფინალური მატჩები 27 ივნისს გაიმართება.
გორის „დილა“ ქუთაისის „ტორპედოს“ დაუპირისპირდება. შეხვედრას თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის ცენტრალური სტადიონი უმასპინძლებს და თამაში 21:00 საათზე დაიწყება.
მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა მსურველებს oნლაინ: tkt. ge შეუძლიათ.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, გათამაშებაში საქართველოს სახელით ევროტურნირებზე გასული ოთხი გუნდი: „იბერია 1999“, გორის „დილა“, ქუთაისის „ტორპედო“ და „დინამო თბილისი“ მონაწილეობს.
ნახევარფინალში გამარჯვებულები ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდებიან, ხოლო დამარცხებული გუნდები მესამე ადგილისთვის იბრძოლებენ.