

ანა ფერაძის სახელობის გორის სამხატვრო სკოლაში სოფიო დეკანოიძის ხელნაკეთი ნივთების და აქსესუარების პირველი პერსონალური გამოფენა მოეწყობა.
ღონისძიება დღეს, 29 ივნისს ჩატარდება. საგამოფენო სივრცე დამთვალიერებელს 14:00-დან 18:00 საათამდე უმასპინძლებს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიების დასკვნით ნაწილში (17:00 საათი) სტუმრები შეაფასებენ ნამუშევრებს და ავტორს შთაბეჭდილებებს გაუზიარებენ.