სპარტაკ ასანიძის და თენგიზ ჯაოშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ ტურნირზე გორელმა და ვარიანელმა მოკრივეებმა შვიდი საპრიზო ადგილი დაიკავეს.
ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის გორის კრივის სპეციალიზებული სპორტული სკოლის სპორტსმენებმა შეჯიბრი სამი პირველი, ერთი მეორე და ორი მესამე ადგილით დაასრულეს.
ტურნირის გამარჯვებულები თემურ პავლიაშვილი, დემეტრე გელაშვილი და გიორგი მეგრელიშვილი გახდნენ. ვერცხლის მედალს ვალერი ახალკაცი დაეუფლა. გიორგი კოვზიაშვილმა და ნიკოლოზ ფირალიშვილმა კი მესამე ადგილი დაიკავეს (მწვრთნელები: გიორგი ღვინიაშვილი, ბადრი ყულუმბეგაშვილი, ილია ტლაშაძე, ბექა ლობჟანიძე, ავთანდილ შოშიაშვილი, ვაჟა ცაციაშვილი).
რაც შეეხება გიორგი კანდელაკის სახელობის ვარიანის კრივის სკოლას, ლუკა ქოქაშვილმა (მწვრთნელი თემურ აბულაძე)ტურნირი ოქროს მედლით დაასრულა. აღსანიშნავია, რომ სპორტსმენი მიმდინარე წელს საქართველოს ჩემპიონის ტუტილის მფლობელიც გახდა.
სპარტაკ ასანიძის და თენგიზ ჯაოშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ჭიათურაში ჩატარდა.