კულტურა
03.07.2026 12:56
„ძუნწი“ - გორის თეატრში მორიგი საპრემიერო ჩვენებისთვის ემზადებიან
გიორგი ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრში მორიგი პრემიერისთვის ემზადებიან.

4 და 5 ივლისს მაყურებელი გორის თეატრის სცენაზე გიორგი ერისთავის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს - „ძუნწი“ იხილავს, რომლის რეჟისორიც რევაზ შატაკიშვილია.

თეატრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სპექტაკლში თორნიკე ბასიშვილი, კობა კოპაძე, ქეთი ლუარსაბიშვილი, ზვიად მაღალაშვილი, ქიშვარდ მანველიშვილი, დალი ნათელაშვილი, ზურა პავლიაშვილი, მზიკა ტურაშვილი და გიორგი ჩოჩნიძე მონაწილეობენ.

წარმოდგენა 19:00 საათზე დაიწყება.

დაინტერესებულ მაყურებელს ბილეთების შეძენა თეატრის სალაროში (ტელ: 0370277932; 577390350) და საიტზე: biletebi.ge შეუძლია.
კვირის ამბები