სპორტი
07.07.2026 15:40
უეფას კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „დილა“ „ვირტუსს“ დაუპირისპირდება
უეფას კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გორის „დილა“ სან მარინოს „ვირტუსს“ დაუპირისპირდება.

საფეხბურთო კლუბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პირველი ეტაპის ორმატჩიანი შეხვედრები 9 და 16 ივლისს ჩატარდება.

პირველ თამაშს თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის ცენტრალური სტადიონი უმასპინძლებს. თამაში 20:00 საათზე დაიწყება.

საფეხბურთო მატჩზე დასწრების მსურველებს ბილეთების შეძენა ონლაინ: tkt. ge-ზე შეუძლიათ. გარდა ამისა, მატჩის დღეს, 9 ივლისს, ბილეთები სტადიონის სალაროებშიც გაიყიდება.

„მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ სტადიონზე პლასტმასის, შუშის ბოთლების და სხვა აკრძალული საშუალებების შემოტანისგან, რაც ხელს შეუშლის მატჩის მიმდინარეობას და უსაფრთხოებას“, - აცხადებენ კლუბის ადმინისტრაციაში.

ცნობისთვის, სან მარინოს კლუბ „ვირტუსის“ ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, კონფერენს ლიგის მეორე ეტაპზე, „დილას“ მეტოქე კვიპროსის „აპოლონი“ იქნება.
კვირის ამბები