საზოგადოება
08.07.2026 15:50
ახრისის საჯარო სკოლაში სკოლის ექიმის ვაკანსიაა
სსიპ - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახრისის საჯარო სკოლაში ექიმის ვაკანსიაა, რომელიც კვირაში 40-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს.

დამსაქმებლის ინფორმაცით, კანდიდატს უნდა ჰქონდეს სამედიცინო განათლება და საექთნო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს სამომხმარებლო დონეზე.

საგანმანათლებლო დაწესებულებაში ექთნის შტატზე ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კანდიდატმა დამსაქმებელთან უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; საექთნო სპეციალობაში/სპეციალობებში სახელმწიფო სერტიფიკატის ასლ(ებ)ი; სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ კანდიდატის უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში მონაწილეობას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სამოტივაციო წერილი.

გამოცხადებულ პოზიციაზე სავარაუდო ანაზღაურება 800 ლარია. დაინტერესებულმა პირმა განაცხადი ელექტრონულად - www. pedagogi. ge (teacherjobs. ge)-ზე, 11 ივლისის ჩათვლით უნდა გაგზავნოს. სამუშაოს დაწყების თარიღად 15 სექტემბერია მითითებული.
კვირის ამბები