სპორტი
10.07.2026 11:36
უეფას კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „დილა“ „ვირტუსს“ დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა
უეფას კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გორის „დილა“ სან მარინოს „ვირტუსს“ დაუპირისპირდა.

საფეხბურთო მატჩი გორის გუნდის სასარგებლოდ, ანგარიშით 3:1 დასრულდა.

მოწინააღმდეგის კარში გოლები შოთა შეყილაძემ, ბლანქსონ ანოფმა და მოჰამედ კანტემ გაიტანეს.

შეხვედრა თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის ცენტრალურ სტადიონზე ჩატარდა. რაც შეეხება პირველი ეტაპის მეორე თამაშს, „დილა“ „ვირტუსის“ საფეხბურთო მატჩი 16 ივლისს გაიმართება.
კვირის ამბები