ანა ფერაძის სახელობის გორის სამხატვრო სკოლაში სოფიო დეკანოიძის ნამუშევრების პირველი პერსონალური გამოფენა მოეწყო.
საგამოფენო სივრცეში ავტორის მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთები და აქსესუარები იყო წარმოდგენილი.
ღონისძიების ფარგლებში, სოფიო დეკანოიძეს ხელოვნების სფეროში შეტანილი წვლილისთვის გორის მუნიციპალიტეტის მერისგან მადლობის სიგელი გადაეცა. გარდა ამისა, საქართველოს მწერალთა შემოქმედებითმა კავშირმა ხელოვანი წმინდა ქეთევან დედოფლის სახელობის ენდალმით და მედალიონით დააჯილდოვა.