სამართალი
17.07.2026 16:09
გორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

დაკავებულ მძღოლს, რომელიც გორში ქვეით დედა-შვილს შეეჯახა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

რევაზ ელიზბარაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით (ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა გორში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, კინოთეატრ „გამარჯვების“ წინ 13 ივ­ლისს მოხ­და. ავტომობილი ქვეითად მოსიარულე დედას და მის მცირეწლოვან ქალიშვილს დაეჯახა. დაშავებული დედა-შვილი კლინიკაში გარდაიცვალა.

კვირის ამბები