სპორტი
24.07.2026 11:14
გორმა მინი ფეხბურთში ტურნირს - „მეგრელას თასი“ უმასპინძლა
გორმა მინი ფეხბურთში გოგიტა მეგრელიშვილის სახელობის ტურნირს - „მეგრელას თასი“ უმასპინძლა.

შეჯიბრი 13-წლამდე სპორტსმენთა შორის მიმდინარეობდა და ტურნირის გამარჯვებული „გორი“ გახდა. მეორე ადგილზე გუნდი „Friends” გავიდა. „აკულა“ კი მესამე ადგილის მფლობელია.

შეჯიბრის ბოლოს სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული ფეხბურთელები გამოვლინდნენ: საუკეთესო მოთამაშე ანტონ მერაბიანი, საუკეთესო მეკარე გაბრიელ გიგაური, საუკეთესო მცველი გიორგი ლურსმანაშვილი, საუკეთესო გოლის ავტორი სანდრო გულბანი, საუკეთესო ბომბარდირი კი სოსო ღვინიაშვილი გახდა. ნომინაციაში ტურნირის აღმოჩენა გაბრიელ კასრაძე დაჯილდოვდა, მაყურებლის სიმპათია კი გიორგი შეყილაძემ დაიმსახურა.

ნომინაციაში გამარჯვებულ სპორტსმენებს თასები და საჩუქრები გადაეცათ. სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ ტურნირის სხვა მონაწილეებიც.

„აქტივობაში 200 მოზარდი მონაწილეობდა. მადლობა თითოეულ მათგანს, მათ მშობლებს და მოსულ გულშემატკივარს. საოცარი თამაშები ჩავატარეთ. დაძაბული მატჩების მიუხედავად, ტურნირმა დადებითი ემოციები დაგვიტოვა. გარდა ამისა, უამრავი საფეხბურთო ტალანტი აღმოვაჩინეთ“, - აღნიშნეს ორგანიზატორებმა.
კვირის ამბები