

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 1/16 ფინალში გორის საფეხბურთო კლუბებმა წარმატებით იასპარეზეს.
აღნიშნულ ეტაპზე გორის „დილა“ თბილისის „იბერია 2010“-ს დაუპირისპირდა და ანგარიშით 1:0 დაამარცხა. მოწინააღმდეგის კარში გოლი ნიდერლანდელმა ლეგიონერმა მაიკ-ნელსონ პუკეტმა გაიტანა.
რაც შეეხება „გორს“, ბოლნისის „სიონს“ 1:0 სძლია. მატჩის მიმდინარეობისას ბოლნისელთა კარში გატანილი ერთადერთი გოლის ავტორი გიორგი ალიმბარაშვილია.
ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს თასის მერვედფინალში „დილა“ „გორს“ დაუპირისპირდება. შეხვედრა 2 აგვისტოს, 20:00 საათზე დაიწყება და თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის ცენტრალური სტადიონი უმასპინძლებს.