სპორტი
28.07.2026 11:31
„დილა“ „აპოლონის“ განმეორებითი საფეხბურთო მატჩი დღეს ჩატარდება
უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩს გორის „დილა“ კვიპროსის „აპოლონის“ წინააღმდეგ დღეს, 28 ივლისს გამართავს.

შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება და კვიპროსი უმასპინძლებს.

„მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ფეხბურთელი გვაკლია და სათასო მატჩის შემდეგ გარკვეული დაღლილობაც გვეტყობა, დარწმუნებული ვარ და ბიჭებიც აცნობიერებენ, რომ კარგად თამაში შეგვიძლია. ვეცდებით, მოედანზე მაქსიმალურად მომზადებულები და ენერგიულები გავიდეთ. ხუთ დღეში სამი მატჩის ჩატარება მარტივი არ არის, თანაც ძლიერ მეტოქესთან, განსაკუთრებით მაშინ, როცა წინა შეხვედრაში დიდი დრო ათი ფეხბურთელით მოგვიწია თამაში. გუნდში კარგი განწყობაა. ბოლო ორი დღის განმავლობაში ვიმუშავეთ იმ შეცდომებზე, რომლებიც წინა შეხვედრაში დავუშვით. ყველაფერს გავაკეთებთ გუნდისთვის, საკუთარი თავისთვის და ჩვენი გულშემატკივრისთვის, რომ საუკეთესო მატჩი ჩავატაროთ“, - აღნიშნა „დილას“ მთავარმა მწვრთნელმა დიამანტის ვავალისმა.
კვირის ამბები