ანა ფერაძის სახელობის სამხატვრო სკოლა გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს
ანა ფერაძის სახელობის სამხატვრო სკოლის საგამოფენო სივრცეში გორის საჯარო სკოლების მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მიმდინარეობს.
გამოფენა გორის მუნიციპალიტეტის მერის კონსტანტინე ბუზალაძის ინიციატივით მოეწყო და დამთვალიერებელს კიდევ ერთი კვირის განმავლობაში უმასპინძლებს.
როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აღნიშნავენ, ღონისძიების მიზანია მოსწავლეთა შემოქმედებითი შესაძლებლობების წარმოჩენა, ნიჭიერი ახალგაზრდების მხარდაჭერა და სახვითი ხელოვნების პოპულარიზაცია. მსგავსი ინიციატივები კი ხელს უწყობს მოზარდებში ხელოვნებისადმი ინტერესის გაღრმავებას, მათი ნიჭის აღმოჩენას და მომავალი პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.
გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ანა ფერაძის სახელობის სამხატვრო სკოლაში გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა დაათვალიერა.