უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატში გორის „დილა“ კვიპროსის „აპოლონს“ დაუპირისპირდა.
შეხვედრა კვირპოსული გუნდის სასარგებლოდ, ანგარიშით 3:0 დასრულდა და „დილა“ ევროასპარეზს გამოეთიშა.
შეგახსენებთ, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში, „დილა“ 0:4 დამარცხდა.
მიმდინარე სეზონში ევროტურნირებზე გორის „დილამ“ ოთხი შეხვედრა ჩაატარა და მხოლოდ ერთი მოიგო.