სამართალი
31.07.2026 10:13
წუხელ გვიან საღამოს, გორის ცენტრში მომხდარი ჩხუბის დროს, სავარაუდოდ, ორმა პირმა სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო
წუხელ გვიან საღამოს, გორის ცენტრში მომხდარი ჩხუბის შედეგად, სავარაუდოდ, ორმა პირმა სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო.

შემთხვევა დაახლოებით 00.20 საათზე, სტალინის ქუჩაზე ,,პაბ რესტორნის" მიმდებარედ მოხდა.

როგორც თვითმხილველებმა ,,გორის მაცნესთან“ განაცხადეს, რამდენიმე პირს შორის ურთიერთშელაპარაკება რესტორანში დაიწყო და შემდგომ ქუჩაში, რესტორნის მიმდებარედ გაგრძელდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, ორმა პირმა სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო.

დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაზიანებები მძიმე ხარისხის არ არის და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
კვირის ამბები