სარაგბო კლუბ „გორის“ მთავარმა მწვრთნელმა ლევან დათუნაშვილმა კლუბი დატოვა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კლუბის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„მადლობას ვუხდით ლევანს იმ დაუღალავი შრომისთვის, პროფესიონალიზმის და თავდადებისთვის, რომელიც ჩვენი კლუბის განვითარებასა და წარმატებაში ჩადო. კარიერის ახალ ეტაპზე წარმატებას ვუსურვებთ და დარწმუნებულები ვართ, რომ მომავალშიც არაერთ მნიშვნელოვან გამარჯვებას მიაღწევს“, - აღნიშნულია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.