სპორტი
03.08.2026 15:25
გორელი მწვრთნელის ბესიკ გუჩაშვილის ხელმძღვანელობით,თავისუფალი სტილით მოჭიდავე საქართველოს ქალთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ისტორიული მედალი მოიპოვა
გორელი მწვრთნელის ბესიკ გუჩაშვილის ხელმძღვანელობით, თავისუფალი სტილით მოჭიდავე საქართველოს 17 წლამდე ქალთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ისტორიული მედალი მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის საქართველოს ქალთა ნაკრები, ბესიკ გუჩაშვილის თაოსნობით, გორში ემზადებოდა. ისტორიული მედალი კი გუნდს ნინო სამხარაძემ (69 კგ.) მოუპოვა.

სამხარაძემ მედლისთვის ჭიდილში ყირგიზი მოწინააღმდეგე დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. სპორტსმენი, წელს, ევროპის ჩემპიონატზეც ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

„ახლო წარსულის წარმატებული გორელი მოჭიდავე ბესიკ გუჩაშვილი ათ წელზე მეტია, საქართველოს ქალთა ნაკრების მწვრთნელი და ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის მწვრთნელია.

ვულოცავთ მწვრთნელს შეგირდის მიერ მოპოვებულ წარმატებას და ვუსურვებთ დიდ გამარჯვებებს“, - ნათქვამია გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვირის ამბები