საზოგადოება
06.08.2026 14:20
1-7 აგვისტოს, ძუძუთი კვების მსოფლიო კვირეული აღინიშნება
1-7 აგვისტოს, მსოფლიო მასშტაბით, ძუძუთი კვების კვირეული მიმდინარეობს. წელს კვირეულის მთავარი გზავნილია - „ძუძუთი კვება ცხოვრების მდგრადი დასაწყისისთვის: გავაძლიეროთ ის, რაც მუშაობს!“

როგორც მედიკოსები აღნიშნავენ, კვირეულის მიზანია საზოგადოების ინფორმირება ძუძუთი კვების მნიშვნელობის შესახებ, მხარდამჭერი გარემოსა და შესაბამისი პოლიტიკის გაძლიერება, ასევე პროფესიონალების და საზოგადოების თანამშრომლობის ხელშეწყობა, რომ უფრო მეტმა დედამ შეძლოს ძუძუთი კვების წარმატებით დაწყება და გაგრძელება.

„ძუძუთი კვება ჩვილისთვის საუკეთესო დასაწყისია - ის უზრუნველყოფს სრულფასოვან კვებას, აძლიერებს იმუნიტეტს და ხელს უწყობს ბავშვის ჯანსაღ ზრდას და განვითარებას. ამასთანავე, ძუძუთი კვებას მნიშვნელოვანი სარგებელი მოაქვს დედის ჯანმრთელობისთვისაც“, - აღნიშნავენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში.
კვირის ამბები