მომსახურების სააგენტოში სატრანსპორტო საშუალების დისტანციურად გადაფორმების სერვისი ამოქმედდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში სატრანსპორტო საშუალების დისტანციურად გადაფორმების სერვისი ამოქმედდა.
როგორც უწყებაში განმარტავენ, მომსახურების სააგენტოს მობილური აპლიკაციის - SERVICE AGENCY ან ვებგვერდის - Sa.gov.ge საშუალებით ფიზიკურ პირს შეუძლია, დისტანციურად მოახდინოს საკუთარ სახელზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალების გასხვისება.
სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა დაინტერესებულმა პირმა გაიაროს ავტორიზაცია აპლიკაციაში ან ვებგვერდზე და მიყვეს ინსტრუქციას.