ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის აღდგენა ეტაპობრივად მიმდინარეობს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ავრცელებს.
როგორც სსე-ს ადმინისტრაციაში აცხადებენ, ქსელში მომხდარი ავარიის გამო, აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა და მიმდინარეობს ავარიის ზუსტი მიზეზების დადგენა.
ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღდგა თბილისში: დიდუბის, ვაკის, მთაწმინდის და კრწანისის რაიონებში, ასევე ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონის და ამბროლაურის ნაწილს.